ფეხბურთი

23:55 | 18.03.2025 | ნანახია 248 - ჯერ

დავითაშვილი: "ხანგრძლივი პაუზა იყო, ეროვნული ნაკრები და ერთმანეთი მოგვენატრა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა სომხეთთან მატჩის წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად ყველაფერს გააკეთებენ:

"ძალიან დიდი ხანი ველოდებით ამ მატჩებს. ხანგრძლივი პაუზა იყო და მოგვენატრა ერთმანეთი, ეროვნული ნაკრები. ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშიც გვაქვს. B ლიგაში დარჩენა გვჭირდება, რადგან C ლიგასთან შედარებით გუნდების დონე განსხვავებულია. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. კარგ ფომრაში ვარ, ბიჭებიც ძალიან შედეგიანად თამაშობენ და იმედია, ამას სომხეთთან თამაშშიც გადმოვიტანთ", - თქვა დავითაშვილმა.

საქართველოსა და სომხეთის ორმატჩიანი დაპირისპირებით ირკვევა, ვინ ითამაშებს ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B ლიგაში და ვინ C ლიგაში. ორი მატჩის გამარჯვებული B დივიზიონში იქნება, ხოლო დამარცხებული შესაბამისად, C დივიზიონში.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გასულ სეზონში ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და სწორედ ამიტომ უწევს დასარჩენ პლეი-ოფში თამაში. პირველი შეხვედრა 20 მარტს, 21:00 საათზე ერევანში შედგება, ხოლო საპასუხო 23 მარტს, 18:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე“.

0.068102
248