ფეხბურთი

20:35 | 18.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ლამინ იამალი: "ლივერპულის" გავარდნის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები ვართ"

„ბარსელონას“ ფეხბურთელი ლამინ იამალი დარწმუნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არიან მას შემდეგ, რაც ტურნირს მერვედფინალურ სტადიაზე „ლივერპული“ გამოეთიშა.

„ლივერპულის“ გავარდნის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი ფავორიტები ჩვენ ვართ. არც ერთი გუნდის არ გვეშინია, ერთი ოჯახი ვართ და აღარ ვართ ისეთი, როგორიც ერთი წლის წინ ვიყავით, როცა პსჟ-სთან წავაგეთ“, - თქვა იამალმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბარსელონა“ „დორტმუნდს“ შეხვდება, ხოლო წარმატების შემთხვევაში ნახევარფინალში „ბაიერნი“ – „ინტერის“ წყვილში უმჯობესს დაუპირისპირდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.070499