ფეხბურთი

17:35 | 18.03.2025 | ნანახია 297 - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკი: "ჩემი მიზანია, პოლონეთის ნაკრებში 100 გოლი გავიტანო"

„ბარსელონას“ და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ მისი მიზანია ეროვნულ ნაკრებში 100-გოლიან ზღვარს მიაღწიოს. მიზნამდე რობერტს 16 გოლი აშორებს.

„საკვალიფიკაციო ეტაპის კარგად დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამ მატჩებმა შეიძლება თავდაჯერებულობა მოგვცეს, რაც ალბათ, ბოლო მატჩებში დაგვაკლდა. მინდა, ნაკრებში 100 გოლი გავიტანო, ეს მიმზიდველი მიზანია. არ ვიტყვი, რომ არა, რადგან 84 გოლი მაქვს გატანილი, რა თქმა უნდა, ვეცდები. ცხადია, ვიცი, რომ ეს ადვილი არ იქნება. „მხოლოდ“ 16 გოლია. რა თქმა უნდა, ნაკრებში 100 გოლის გატანა ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ ახლა ყურადღებას შესარჩევ მატჩებზე ვამახვილებ და მინდა, გუნდმა უკეთ თამაში დაიწყოს“, - თქვა ლევანდოვსკიმ.

პოლონეთის ნაკრები 2026 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის ეგიდით 21 და 24 მარტს, შესაბამისად, ლიეტუვისა და მალტის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.0618
297