მიუნხენის „ბაიერნმა“ შესაძლოა, „ლივერპულის“ მცველი, ვირჯილ ვან დეიკი შეიძინოს, რომელსაც მერსისაიდელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
როგორც ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი სოციალურ ქსელში წერს,ნიდერლანდელი ფეხბურთელი „ბაიერნის“ მთავარი სატრანსფერო პრიორიტეტი არ არის, თუმცა არ არის გამორიცხული ვიჯილთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
ვან დეიკი „ლივერპულში“ 2018 წლის იანვრიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 33 წლის მცველმა ინგლისური კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.