მადრიდის „რეალის" ხელმძღვანელობამ ზაფხულის მთავარი სატრანსფერო მიზანი დაასახელა, რაც ნახევარდაცვის გაძლიერებას გულისხმობს. ამის შესახებ Relevo იუწყება.
წყაროს ცნობით, ხორვატი ცენტრალური ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის მომავალი გუნდში ჯერჯერობით უცნობია, რადგან ფეხბურთელს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი წლეულს ივლისის ბოლოს ეწურება. ამიტომ „რეალის“ სკაუტინგის დეპარტამენტის მთავარი ამოცანა მოდრიჩის შემცვლელის პოვნაა.
შეგახსენებთ, რომ ხორვატი ფეხბურთელი „რეალში" 2012 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია