ფეხბურთი

12:49 | 18.03.2025 | ნანახია 354 - ჯერ

ლიონელ მესიმ ტრავმის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა

„ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ „ატლანტასთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ განცხადება გააკეთა. მანამდე ფეხბურთელი არგენტინის ნაკრების საბოლოო შემადგენლობაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ვერ მოხვდა.

„სამწუხაროა, რომ ურუგვაისთან და ბრაზილიასთან მნიშვნელოვანი მატჩების გამოტოვება მომიწევს. ძალიან მინდოდა თამაში, მაგრამ მცირე ტრავმის გამო ნაკრებში ვერ წავალ. გუნდს გარედან დავუჭერ მხარს, როგორც ნებისმიერი არგენტინელი გულშემატკივარი. წინ არგენტინა!“ - დაწერა მესიმ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის მესი მაიამის „ინტერს“ 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ბოლომდეა ძალაში.

0.067982