„ნიუკასლ იუნაიტედის“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, გუნდის კაპიტანმა ბრუნო გიმარაეშმა ლივერპულთან ლიგის თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ (2:1) ჟურნალისტებს ემოციები გაუზიარა.
„მინდოდა ჩემი სახელი ჩამეწერა კლუბის ისტორიაში. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემპიონები გავხდით! ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. სიტყვები არ მყოფნის. ისინი (ფანები) ამას იმსახურებენ. თაობები გაიზარდა და „ნიუკასლი“ ჩემპიონად არ უნახავთ, ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ეს დავიმსახურეთ, წარმოუდგენელია! „ნიუკასლი“ ჩემი მეორე სახლია.
ისტორიას ვწერთ. ოდესმე, როცა ამ კლუბს დავტოვებ, მსურს გულშემატკივრებმა ჩემი სახელი ისე იმღერონ, როგორც ალან შირერისას მღერიან. თამაშის წინ მან მომწერა და გამამხნევა. ემოციები აბსოლუტურია", - ციტირებს გიმარაეშის სიტყვებს Sky Sports.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გამზრდელს დავეცი ამათი ჯერ დაუნგრიეს კარიერა მერე ფიბალში რო ყოფილიყო მოვუგებდით სევილიას
სახოს სახო ააძრეს... სულ ტყუილად თან
იმიტომ რომ უეფაა სახოდაკარგული DDDDDDDD