„ბარსელონას" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ „ბლაუგრანას" მადრიდის „ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ (4:2) ვერ დაიძინა.
„მართალი გითხრათ, ასეთი ემოციური შეხვედრის შემდეგ კარგად არ მეძინა. ბარსელონაში დილის სამ საათზე დავბრუნდით და შინ მისვლისას ვერ დავიძინე. დილით ადრე მომიწია გაფრენა (პოლონეთის ნაკრებში). ვერ გამოვიძინე, მაგრამ დაკარგულ დროს ავინაზღაურებ“, - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Onet.
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 35 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.