ფეხბურთი

11:05 | 18.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანმა ლა ლიგაში ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ესპანეთის პრიმერაში კატალონიურ „ბარსელონასთან“ შეხვედრაში (2:4) ესპანეთის ლა ლიგაში არგენტინელი ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი Goal.com იტყობინება.

წყაროს ცნობით, ფრანგმა შემტევმა ლა ლიგაში 520-ე მატჩი ჩაატარა. ამრიგად, გრიზმანი ამ მაჩვენებლით უცხოელებს შორის ყველა დროის რეკორდსმენს - ლიონელ მესის გაუტოლდა.

ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზეა მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფორვარდი კარიმ ბენზემაა (439). ხუთეულში ასევე მოხვდნენ ივან რაკიტიჩი (438) და დანი ალვესი (436).

ამ რეიტინგში მეექვსედან მე-10 ადგილებს მარსელო (386), ლუკა მოდრიჩი (386), ვალერი კარპინი (384), რობერტო კარლოსი (370) და მაურო სილვა (369) იკავებენ.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა ფორვარდმა კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, 16 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117666