მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა ენრიკო სერეზომ „რეალის“ მეკარეს, ტიბო კურტუას გაჩუმებისკენ მოუწოდა.
ბელგიელმა მეკარემ თქვა, რომ მობეზრდა „ატლეტიკოს“ წარმომადგენლების ტირილი და მსხვერპლის როლის მორგება ყოველი მარცხის შემდეგ, რასაც სერეზომ ასე უპასუხა:
„კურტუას შემთხვევა განსაკუთრებულია, ძალიან განსაკუთრებული. კურტუამ „ატლეტიკოს“ მადლობა უნდა გადაუხადოს და გაჩუმდეს. უნდა მოკეტოს და მშვიდად იყოს. ის დიდი მეკარეა, ამას ყველა აღიარებს, მათ შორის, ჩვენც. სტადიონიდან კურტუას დაფის აღება? ჩვენ ჯენტლმენები ვართ. არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ რაღაც ჩვენი პრინციპების საწინააღმდეგოდ გავაკეთოთ“, - თქვა სერეზომ.
შეგახსენებთ, ტიბო კურტუა „ატლეტიკოში“ 2011-2014 წლებში თამაშობდა და 154 მატჩში მიიღო მონაწილეობა. „ატლეტიკოს“ სტადიონზე კი იმ ფეხბურთელთა საპატიო დაფებია, რომლებსაც კლუბში მინიმუმ 100 თამაში აქვთ ჩატარებული. ფანები კურტუას დაფის აღებას ითხოვენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია