ფეხბურთი

21:17 | 17.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" კასადო სეზონის ბოლომდე გამოაკლდა

„ბარსელონას“ მარკ კასადო მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება. 21 წლის ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აქვს, რომელიც სერიოზული გამოდგა.

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კასადო რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს. გარდა ამისა, ჰანსი ფლიკის გუნდს ინიგო მარტინესიც გამოაკლდა, თუმცა, მას შედარებით მსუბუქი დაზიანება აქვს, 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევს.

მარკ კასადომ მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ინიგო მარტინესმა 34 თამაშში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.

0.129658