ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების უახლოეს მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებს. არგენტინელმა ფეხბურთელმა დაზიანება „ინტერ მაიამისა“ და „ატლანტას“ შეხვედრაში მიიღო.
მესის კუნთის მცირე დაზიანება აღენიშნება და უკვე დადასტურდა, რომ „ალბისელესტეს“ შეკრებაზე ვერ შეუერთდება.
არგენტინის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით 22 მარტს ურუგვაის ესტუმრება, ხოლო 26 მარტს, ბრაზილიას უმასპინძლებს.