ფეხბურთი

20:15 | 17.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" - "ოსასუნას" გადადებული მატჩი სანაკრებო პაუზაზე გაიმართება

„ბარსელონას“ ექიმის, კარლეს მინიარო გარსიას გარდაცვალების გამო 9 მარტს გადადებული მატჩი „ბარსელონასა“ და „ოსასუნას“ შორის, 27 მარტს გაიმართება, სანაკრებო პაუზაზე.

ვინაიდან „ბარსელონა“ ყველა ტურნირზე ჯერ კიდევ თამაშობს, კალენდარში თავისუფალი ადგილი არ არის, ამიტომაც, ლა ლიგამ გადაწყვიტა, რომ მატჩი ხუთშაბათს, 27 მარტს შედგეს.

ესპანეთის ნაკრები ბოლო მატჩს 23 მარტს გამართავს, შესაბამისად, „ბარსელონას“ იმ დროისთვის ესპანელი ფეხბურთელები განკარგულებაში ეყოლება. თუმცა, „ოსასუნას“ წინააღმდეგ რონალდ არაუხოს და რაფინიას გარეშე მოუწევს, რომლებიც ურუგვაის და ბრაზილიის ნაკრებებიდან დაბრუნებული არ იქნებიან.

კიდევ ერთი გარემოება ისაა, რომ „ოსასუნასთან“ მატჩიდან 72 საათზე ნაკლებ დროში ჰანსი ფლიკის გუნდს „ჟირონასთან“ დაპირისპირება მოუწევს.

0.124637