იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ისტორიაში საუკეთესო სამი მეკარე დაასახელა.
ლეგენდარული იტალიელის აზრით საუკეთესო მეკარეები: პიტერ შმეიხელი, მანუელ ნოიერი და ჟულიო სეზარი არიან.
46 წლის „პარმას“, „იუვენტუსისა“ და პსჟ-ის ყოფილმა მოთამაშემ კარიერა 2023 წელს დაასრულა. იტალიის ნაკრებში მას 176 თამაში აქვს ჩატარებული. ის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და 2012 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ბუფონი იტალიის ჩემპიონი 10-ჯერ გახდა, 6-ჯერ ქვეყნის თასს, 7-ჯერ კი სუპერ თასს დაეუფლა. პსჟ-სთან ერთად მან თითოჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და სუპერთასი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია