ფეხბურთი

12:10 | 17.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ფონსეკას ასისტენტი: "გიორგიმ რასაც მიაღწია, მისი გაწეული შრომის შედეგია"

გიორგი მიქაუტაძე სანაკრებო პაუზას დიდებულ ფორმაში ხვდება: ბოლო სამ დღესა და ორ მატჩში მან 3 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა!

"ლე ავრთან" მოგებული (4:2) შემდეგ "ლიონის" მთავარი მწვრთნელის პაულო ფონსეკას ასისტენტმა, ჟორჟე მასიელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც მან ქართველ ფეხბურთელზე კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ მიქაუტაძეს საუკეთესო პერიოდი უდგას, მან რასაც მიაღწია, გიორგის თავდაუზოგავი შრომის შედეგია და ეს ყველაფერი დაიმსახურა. გუნდს აკლდა რაღაც, რაც ქართველმა ფეხბურთელმა შეგვძინა. გუნდი მასთან ერთად გაცილებით სახიფათოა საჯარიმოში. მან ასე თამაში უნდა გააგრძელოს." - თქვა მასიელმა.

აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში შეცვლაზე შესვლიდან 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 4 ასისტი), ასეთი შედეგი კი, ლიგა 1-ში არავის აქვს.

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 37 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 8-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 26 მატჩი, 7 გოლი და 4 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 9 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი. „ლიონმა“ 45 ქულა დააგროვა, მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 28 მარტს, „სტრასბურს“ ესტუმრება. მანამდე, გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩებში.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.066197
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}