ფეხბურთი

12:55 | 17.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ტიაგო მოტა: "გადადგომა ძალიან ადვილია, მაგრამ მარტივი რაღაცები არ მიყვარს"

ტურინის „იუვენტუსს“ თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი აქვს, მაგრამ მთავარი მწვრთნელი ტიაგო მოტა გადადგომაზე არ ფიქრობს.

როგორც მან თქვა, ეს ძალიან ადვილი გასაკეთებელია, მას კი, რთული საქმეები იზიდავს:

„მატჩები უნდა მოვიგოთ, რომ ოთხეულში შევიდეთ, რაც ჩვენი მთავარი მიზანია. ორ თამაშში 7 გოლი გავუშვით, ჩვენივე უამრავი შეცდომით. უფრო მყარად უნდა ვითამაშოთ. რატომ არ ვათამაშე ილდიზი და ვლაჰოვიჩი საერთოდ? „ატალანტასთან“ ისინიც იყვნენ მოედანზე. გადადგომა? ზედმეტად ადვილი იქნებოდა და მე არ მიყვარს მარტივი საქმეები! როგორც „ატალანტასთან“, დღესაც კარგად დავიწყეთ თამაში, შემდეგ კი, პირველივე სირთულეზე აღარ ვიცოდით, როგორ გვემოქმედა და რეაგირება მოგვეხდინა. დღეს არ ვართ ძლიერები არც დაცვაში და არც შეტევაში. ამ კრიზისიდან გუნდის გამოსაყვანად შესაფერისი ადამიანი მე ვარ“, - თქვა მოტამ.

მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ, რომელიც მოტას გათავისუფლებას, როგორც ჩანს, არც განიხილავს:

„პროექტი დიდი ხნის დაიწყო, შემადგენლობის მნიშვნელოვანი მოდერნიზებით, ხელფასების შემცირებით. უნდა ვიფიქროთ ჩვენს მთავარ მიზანზე, ეს არის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, რომელიც ჩვენთვის ჯერ კიდევ შესაძლებელია. ვცდილობთ, ნათლად გავაანალიზოთ ის, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოხდა. ბალანსი გვჭირდება, გუნდმა ბოლო ორ თამაშში ფსიქოლოგიური და ტაქტიკური ბალანსი დაკარგა. 7 გოლი გავუშვით ამ ორ თამაშში, როცა ორი ტურის წინ მთელ ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლი გვქონდა გაშვებული. რეაქციის ნაკლებობა? აქამდე, ყოველთვის ვრეაგირებდით ცუდი მატჩების შემდეგ. ტაქტიკურ საკითხებზე მწვრთნელი იზრუნებს.

ამ მომენტში ყველანი ერთიანები უნდა ვიყოთ, დარწმუნებული ვართ, რომ შეგვიძლია ამ სიტუაციიდან ერთად გამოსვლა. რა თქმა უნდა, მოტასთან ერთად“, - თქვა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ფიორენტინასთან“ 0:3 დამარცხდა, ხოლო მანამდე „ატალანტასთან“ 0:4 განადგურდა. ეს ისტორიაში მესამე შემთხვევაა, როცა „იუვე“ სერია A-ში ზედიზედ ორჯერ სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა. „ბიანკონერი“ 52 ქულით მეხუთე ადგილზეა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:51 | 06.10.2021
Kobe Bean (21670)

შარშანდელს მიცემენ ამას და დაამშვიდებენ ცოტათი,წლევანდელი კი მივა პაპასთან)))რაც შეეხება წინა წლის გაუქმებას გასაუქმებელი იყო და სწორად მოიქცა ფრანსფუტბოლი.როგორ იყვნენ თანაბარ პირობებში გუნდები?ჯერ როცა სეზონი შეწყდა მაგდროს ლევანას ტრავმა ქონდა და მერე გერმანიამ ყველაზე ადრე დაიწყო-დაამთავრა ჩემპიონატი და გამწარებული მოემზადა ბაიერნი ლიგისთვის 2 თვის მანძილზე.საფრანგეთის ჩემპიონატი საერთოდ არ ჩატარებულა.ასე რომ სწორად მოიქცა ფრანსფუტბოლი შარშანდელი რომ გააუქმა თუმცა ლევანდოვსკის ეკუთვნის ერთი ოქროს ბურთი და თუ მიცემენ წინა წლისას ალალი იყოს

15:29 | 06.10.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

ჯერ შარშანდელი ალალად მოგებული მიეცით და წლევანდელზე მერე ვილაპარაკოთ ))
რატომ გააუქმეს ჯილდო, როცა ყველა ტურნირი ბოლომდე ჩატარდა და მოგების ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში იყო ?

13:58 | 06.10.2021
sul2 (1773)

პრინციპში რატომაც არა. კიეზასაც მშვენივრად განვიხილავ ამ ჯილდოს კანდიდატად. ვნახოთ დეკემბრამდე კიდე თუ რამეს მოასწრებს.

0.082371