ფეხბურთი

2:28 | 17.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

0:2-დან 4:2! "ბარსელონას" საოცარი ქამბექი "ატლეტიკოსთან" (+VIDEO)

ლა ლიგის 28-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ბარსელონამ“ სტუმრად მადრიდის „ატლეტიკო“ 4:2 დაამარცხა.

დიეგო სიმეონეს გუნდი წინა ტურშიც დამარცხდა, შემდეგ ჩემპიონთა ლიგიდან „რეალთან“ მარცხით გავარდა, ახლა უშუალო კონკურენტთანაც უქულოდ დარჩა, თანაც, ისე, რომ 2:0-ს იგებდა.

ხულიან ალვარესის და ალექსანდერ სორლოთის გოლებით „ატლეტიკო“ 70-ე წუთისთვის 2:0 დაწინაურდა და თითქოს, მშვიდად უნდა მიეყვანა საქმე გამარჯვებამდე. თუმცა, ამის შემდეგ დიეგო სიმეონეს ბიჭებმა უჩვეულო შეცდომების დაშვება დაიწყეს.

რობერტ ლევანდოვსკიმ სხვაობა შეამცირა, ფერან ტორესმა გაათანაბრა, ხოლო ლამინ იამალმა „ბარსა“ წინ გაიყვანა. ბოლოს, ფერანმა „ატლეტიკოს“ მარცხი საბოლოოდ გააფორმა.

„ბარსელონა“ ლა ლიგას 60 ქულით ლიდერობს „რეალთან“ ერთად, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „ატლეტიკო“ დიდი შანსია, რომ საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა, 56 ქულით მესამე ადგილზეა, „ბარსასთან“ შედარებით თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.

„ატლეტიკო“ – „ბარსელონა“ 2:4 (1:0)

გოლები: 1:0 ალვარესი (45), 2:0 სორლოთი (70), 2:1 ლევანდოვსკი (72), 2:2 ტორესი (78), 2:3 იამალი (90), 2:4 ტორესი (90)

0.139309