ბერგამოს „ატალანტას“ შეეძლო სერია A-ში სამხელისუფლიანობა დაემყარებინა, თუ 29-ე ტურში „ინტერს“ დაამარცხებდა, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვა და ალბათ, სკუდეტოს მოგების იმედიც.
„ინტერმა“ „ატალანტას“ სტუმრად დამაჯერებლად, 2:0 აჯობა. მეორე ტაიმში გავიდა ორივე გოლი: ჯერ კარლოს აუგუსტომ გაიტანა, შემდეგ ლაუტარო მარტინესმა.
ამრიგად, „ინტერმა“ კონკურენტებთან უპირატესობა გაზარდა და სკუდეტოზე დიდი განაცხადი გააკეთა.
„ინტერი“ 64 ქულით ლიდერია, უკვე 3 ქულით გაასწრო „ნაპოლის“, 6-ით „ატალანტას“ და ყველაფერი მის ხელშია. სიმონე ინძაგის გუნდი მომდევნო ტურში 30 მარტს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.