ფეხბურთი

1:16 | 17.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

"ჰაიდენჰაიმის" მწვრთნელი: "პირველი გოლის შემდეგ ზივზივაძე წნეხისგან გათავისუფლდა"

„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა „კილთან“ მატჩის (3:1) შემდეგ ისაუბრა და კომენტარი ბუდუ ზივზივაძის შესახებაც გააკეთა:

„პირველ რიგში, მადლობა მოლოცვისთვის. ვთქვი, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რადგან თუ წავაგებდით, ძალიან ძნელი იქნებოდა რწმენის შენარჩუნება იმასთან დაკავშირებით, რომ არ გავვარდებოდით. ახლა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული ქულებს როგორ მოვიპოვებთ, დარჩენის შანსი ისევ არსებობს.

ბუდუმ მოიპოვა თავდაჯერება და საკუთარი თავის ნდობა „ჰოფენჰაიმთან“ გოლის შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებით, ბოლო კვირებში ვარჯიშებზე. მთელი კვირის განმავლობაში, როცა წნეხისგან გათავისუფლდა, შეტევებს დაუჯერებელი სიზუსტით აგვირგვინებდა და ურტყამდა“, - თქვა შმიდტმა.

„ჰაიდენჰაიმმა“ მოუგებელი სერია შეწყვიტა, 19 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია, სწორედ „კილს“ გადაასწრო. ახლა მე-17 ადგილზეა, ისევ გასავარდნ ზონაში, ხოლო მომდევნო ტურში 29 მარტს, ვოლფსბურგს ესტუმრება.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძეს „ჰაიდენჰაიმში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე პასი აქვს აქტივში, კონკრეტულად ბუნდესლიგაში კი, 11 მატჩი, 2 გოლი და 2 ასისტი.

0.068589
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}