საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში „სენტ ეტიენი“ სტუმრად „მონპელიეს“ ესტუმრა და 2:0-ს უგებდა, როცა მატჩი შეწყდა და უცნობია, როდის გაგრძელდება.
ლუკას სტასენის დუბლით „სენტ ეტიენი“ ძალიან ახლოს იყო სამ ქულასთან, მაგრამ „მონპელიეს“ ფანებმა ჯერ მოედანზე პეტარდები გადაყარეს, შემდეგ ტრიბუნებს ცეცხლი წაუკიდეს და თამაში ჩაიშალა. ცხადია, „სენტ ეტიენი“ დამნაშავე არაა და სავარაუდოდ, ტექნიკურ მოგებას მაინც ჩაუთვლიან.
ზურიკო დავითაშვილმა ამ მატჩში საგოლე პასით გამოიჩინა თავი, სტასენმა მეორე გოლი მისი გადაცემით გაიტანა. ქართველმა ყვითელი ბარათიც მიიღო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ხუთჯერ საგოლე პასი მიითვალა.
„სენტ ეტიენს“ 20 ქულით მე-17 ადგილი უკავია, მაგრამ „მონპელიესთან“ ეს სამი ქულა ალბათ, დიდი შანსია, მის მონაგარს შეემატება. მომდევნო ტურში „მწვანეები“ 29 მარტს, „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლებენ. ასე რომ, ზურიკოს ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში მოუწევს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია