ფეხბურთი

23:00 | 16.03.2025 | ნანახია 1072 - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის მორიგი გოლი ავსტრიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდმა „ლასკი“ 4:2 დაამარცხა, ხოლო კიტეიშვილმა 50-ე წუთზე პენალტით ანგარიში 2:0 გახადა. ის 84-ე წუთზე შეცვალეს.

ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი, კონკრეტულად ბუნდესლიგაში კი, 22 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, სამჯერ საგოლე პასი გააკეთა. კიდევ ერთი გოლი მან ჩემპიონთა ლიგაზე მიითვალა.

„შტურმი“ 46 ქულით ვენის „აუსტრიასთან“ ერთად პირველ ადგილზეა.

0.06851
1072