დანიის ჩემპიონატის 22-ე ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენი" სტუმრად "ვიბორგს" დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დამარცხდა.
გიორგიმ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩის 26-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლი გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ გოჩოლეიშვილმა დანიური კლუბის მაისურით პირველად გაიტანა.
22 ტურის შემდეგ "კოპენჰაგენს" 41 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 30 მარტს გიორგის გუნდი კლავ "ვიბორგის" წინააღმდეგ გამართავს, ამჯერად დანიის თასზე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სიძვის დიაცი რომ მორალს წაგიკითხავს...

ეს რომ გვარდიმ გაიგოს, აკაკის "გამზრდელივით" თავში დამბაჩას იკრავს - კაცად ვერ გამიზრდიხარო
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ