ფეხბურთი

20:26 | 16.03.2025 | ნანახია 61 - ჯერ

"სამგურალმა" "გაგრა" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტური „გაგრა“ – „სამგურალის“ მატჩით დასრულდა, რომელიც სტუმრებმა 2:0 მოიგეს.

პირველ ტაიმში ანგარიში ვინისიუსმა გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში დავით მუჯირმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„სამგურალი“ 6 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „იბერიას“ შეხვდება, ხოლო „გაგრას“ მხოლოდ ერთი ქულით ბოლო ადგილი უკავია და „კოლხეთს“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.119239