„ნაპოლიმ“ იტალიის სერია A-ში მორიგი ქულები დაკარგა, სტუმრად გასავარდნ ზონაში მყოფ „ვენეციას“ ვერ მოუგო.
ანტონიო კონტეს გუნდი ბოლო დროს არცთუ კარგ ფორმაშია, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა. 29-ე ტურში „ნაპოლის“ კონკურენტები, „ატალანტა“ და „ინტერი“ ერთმანეთს ხვდებიან, შესაბამისად, მე-19 ადგილოსან „ვენეციასთან“ მხოლოდ ქულის მოპოვება ნუგეში ვერ იქნება. „აძური“ ნულოვან ფრეს დასჯერდა.
„ნაპოლი“ ამ დროისთვის 61 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფს „ინტერთან“ ერთად, მაგრამ „ნერაძურის“ სათამაშო აქვს „ატალანტასთან“. სხვათა შორის, ბერგამოელები თუ მოიგებენ, საინტერესო მდგომარეობა შეიქმნება: „ინტერს“, „ატალანტას“ და „ნაპოლის“ 61-61 ქულა ექნებათ!
„ნაპოლიმ“ ბოლო 7 ტურში ერთადერთხელ მოიგო (5 ფრე, 1 წაგება), ხოლო მომდევნო მატჩს 30 მარტს, შინ „მილანთან“ გამართავს.