საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2025 წლის სეზონი მოიგო. როჩრდ კოკერილის გუნდმა ფინალში ესპანეთი 46:28 დაამარცხა.
პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, ერთი ხანობა ესპანელები იგებდნენ, მაგრამ შესვენებაზე „ბორჯღალოსნები“ მაინც უპირატესობით გავიდნენ - 17:16.
მეორე ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოოდ, უპრობლემოდ მოიგეს.
3-3 ლელო გაიტანეს აკა ტაბუცაძე და ვანო კარკაძემ, ხოლო თითო ლელო ნიკა აბულაძისა და ვასილ ლობჟანიძის აქტივშია. აღსანიშნავია, რომ ტაბუცაძეს ნაკრებში უკვე 50 ლელო დაუგროვდა, რაც დიდებული შედეგია.
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპა ისტორიაში მე-17-ედ, მათ შორის, ზედიზედ მერვედ მოიგო.
საქართველო - ესპანეთი 46:28 (17:16)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია