კილიან მბაპეს „რეალში“ რთული სტარტი ჰქონდა, მაგრამ ნელ-ნელა მოახერხა ფორმაში შესვლა და უკვე ყველა ტურნირზე 31 გოლი გაიტანა, მათ შორის, 20 გოლი ლა ლიგაში.
ამიტომაც, „ვილიარეალთან“ მატჩის შემდეგ ფრანგ ფეხბურთელს რონალდოსა და კრიშტიანუ რონალდუს სტატისტიკა შეახსენეს, მათთვის „რეალის“ მაისურით პირველ სეზონზე.
„გახურებიდანვე უკვე რთული იყო, ძალიან დაღლილები ვიყავით. მაგრამ პატივი უნდა ვცეთ ლოგოს, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ყველაფერი გავიღეთ, რაც შეგვეძლო. რონალდო და კრიშტიანუ რონალდუ კლუბის ლეგენდები არიან, რომლებმაც ისტორია დაწერეს. თუმცა, საბოლოოდ, მაინც ეს ყველაფერი მაინც მხოლოდ სტატისტიკაა. თუ რონალდოსა და კრიშტიანუზე მეტი გოლი გავიტანე, ეს არ ნიშნავს, რომ მათზე უკეთესი ვარ. მთავარია, გუნდის დახმარება და ტიტულების მოგება. გოლების გატანა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ფასი, თუ ლა ლიგას, ესპანეთის თასს და ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ კილიან მბაპე გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.