ჭადრაკი

2:08 | 13.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შესვენებას 4-4 ქულით შეხვდნენ

ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჭადრაკში, 13 ოქტომბერს დასვენების დღეა, 7 ტურის თავზე კი, ქართველთა შედეგები არცთუ სახარბიელოდ გამოიყურება.

მერი არაბიძემ (2409), რომელიც ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, მე-6 ტურში შავი ფიგურებით ინდოელ ბოდა პრატიუშასთან (2078) წააგო და მართალია, გუშინ თეთრებით ფილიპინელი მარი სან დიეგო (2033) დაამარცხა, აქტივში მხოლოდ 4.0 ქულა აქვს.

შედეგად, არაბიძე 78 მონაწილეს შორის 24-ეა და ლიდერებს, რომელთა რაოდენობა ხუთს აღწევს, 1.5 ქულით ჩამორჩება. მე-8 ტურში, რომელიც 14 ოქტომბერს ჩატარდება, ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით ინდოელ საკში ჩიტლანგს (1827) ეთამაშება.

რაც შეეხება ვაჟთა ტურნირის ერთადერთ ქართველ მონაწილე ირაკლი ბერაძეს (2138), მან ჯერ ინდოელ მაჰადევან სივას (2141) სძლია, შემდეგ კი კიდევ ერთ მასპინძელ, ერთ-ერთ ფავორიტ სანტოშ ვიდიტს (2635) დაუზავდა.

ბერაძეს 4.0 ქულით 137 მონაწილეს შორის 49-ე პოზიცია უკავია, მე-8 ტურში კი შავებით ინდოელ განეშს (2030) დაუპირისპირდება. ვაჟთა ტურნირს 6.0 ქულით პერუელი ხორხე კორის (2612) ლიდერობს.

0.064865