ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩი, რომელშიც „ვილიარეალი“ და მადრიდის „რეალი“ შეხვდნენ, დასრულდა. „რეალმა" 2:1 მოიგო.
მატჩში ანგარიში მეშვიდე წუთზე, „ვილიარეალის" მცველმა ხუან ფოიტმა გახსნა. მე-17 წუთზე კილიან მბაპემ ანგარიში გაათანაბრა. 23-ზე კი დუბლი შეასრულა.
28 მატჩის შემდეგ, „ვილიარეალი" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, 44 ქულით. მადრიდის „რეალი“ მსგავსი რაოდენობის მატჩების შემდეგ 60 ქულით ლიდერია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია