„ლივერპული“ და „არსენალი“ „ლიონის“ 19 წლის გარემარბით მალიკ ფოფანათი დაინტერესდნენ - გვამცნობს Caught Offside.
ბელგიელი ფეხბურთელი მზადაა ფრანგული კლუბი დატოვოს. ხაზგასმულია, რომ „ლიონს“ შეუძლია მისი გაყიდვა 50 მილიონ ევროდ.
ფოფანამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. 19 წლის თავდამსხმელის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.