ფეხბურთი

20:19 | 15.03.2025 | ნანახია 102 - ჯერ

დევიდ მოიესი პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოების მიხედვით მესამე ადგილზე გადავიდა და გვარდიოლას დაეწია

„ევერტონის“ მწვრთნელი დევიდ მოიესი მესამე ადგილზე გადავიდა პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოებით. თებერვალში მან პრიზი მე-11-ჯერ მოიპოვა და ამ მხრივ ესპანელ სპეციალისტ ხოსეპ გვარდიოლას გაუთანაბრდა.

ეს ტიტული ყველაზე ხშირად სერ ალექს ფერგიუსონს (27-ჯერ) და არსენ ვენგერს (15) მიუღიათ.

დევიდ მოიესი პრემიერლიგის თვის საუკეთესო მენეჯერის ჯილდოთი:

— 2002 წელი (ნოემბერი);

— 2004 წელი (სექტემბერი);

— 2006 წელი (იანვარი);

— 2008 წელი (თებერვალი);

— 2009 წელი (თებერვალი);

— 2010 წელი (იანვარი, მარტი, ოქტომბერი);

— 2012 წელი (სექტემბერი);

— 2013 წელი (მარტი);

- 2025 წელი (თებერვალი).

61 წლის მოიესი „ევერტონს“ წლეულს იანვარში დაუბრუნდა. მანამდე ის 2002 წლიდან 2013 წლამდე მერსისაიდელების მთავარ მწვრთნელად უკვე მუშაობდა. თებერვალში „ევერტონმა“ მისი ხელმძღვანელობით პრემიერლიგაში ხუთი მატჩი ჩაატარა, ორი მოიგო და სამი ფრედ +5 გოლის სხვაობით (11-6) დაასრულა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.149975