ფეხბურთი

22:24 | 13.03.2025 | ნანახია 245 - ჯერ

ასანე დიაომ ესპანეთს სენეგალის ნაკრები ამჯობინა

ნიჭიერი ფეხბურთელი, ასანე დიაო, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში თამაშიც შეეძლო, სენეგალის ნაკრების ღირსებას დაიცავს.

დიაო სუდანისა და ტოგოს წინააღმდეგ შეხვედრებისთვის სენეგალში გამოიძახეს. ის სენეგალშია დაბადებული და 3 წლის იყო, როცა მისი მშობლები ესპანეთში წავიდნენ. სწორედ იქ დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა.

დიაო ესპანეთის 18, 19 და 21-წლამდე ნაკრებების ღირსებასაც იცავდა.

19 წლის ასანე დიაო „ბეტისის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2023 წლიდან თამაშობდა, ხოლო იანვრიდან „კომოში“ გადავიდა, რომლის მაისურით სერია A-ში 10 მატჩში 5 გოლის გატანა მოასწრო. მას ესპანეთის 21-წლამდე ნაკრებში 4 გოლი აქვს გატანილი.

0.061522
245