ფეხბურთი

18:32 | 13.03.2025 | ნანახია 0 - ჯერ

"ბაიერნმა" კიმიხთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მიუნხენის „ბაიერნმა“ იოზუა კიმიხთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია კონტრაქტის განახლების შესახებ. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

გერმანელ ფეხბურთელს ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, მაგრამ ის 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

„ბაიერნში“ საუკეთესო გარემოა ჩემი სპორტული მიზნების მისაღწევად. სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩემი გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე არ არსებობს უკეთესი ადგილი, რომ მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიო. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში და ჯერ არაფერი დამიმთავრებია“, - თქვა გერმანელმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ იოზუა კიმიხი „ბაიერნს“ 2015 წელს „შტუტგარტიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ 429 შეხვედრაში 43 გოლი გაიტანა, ხოლო 115-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

0.071347