ფეხბურთი

20:10 | 13.03.2025 | ნანახია 347 - ჯერ

მოდრიჩი: "კარიერის დასასრული ახლოსაა, მაგრამ ჯერ მინდა, ისევ ვითამაშო"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ ამჟამად თავს ძალიან კარგად გრძნობს და ყოველ სამ დღეში თამაში შეუძლია.

თუმცა, 39 წლის ხორვატმა ისიც აღნიშნა, რომ კარიერის დასასრული ახლოსაა:

„დარწმუნებული ვარ, ახლა შემიძლია ყოველ სამ დღეში თამაში. ანჩელოტის გადასაწყვეტია, მაგრამ მე ნამდვილად კარგად ვგრძნობ თავს, ამიტომ არ მაქვს პრობლემა ზედიზედ 1, 2, 3 ან მეტი თამაშის ჩატარების. თავს კარგად ვგრძნობ და ყოველთვის მზად ვარ გუნდის დასახმარებლად.

„ატლეტიკოს“ ფეხბურთელები ალვარესის პენალტზე წუწუნებენ? არ ვიცი, რატომ არ ეთანხმებიან მსაჯს, როდესაც არსებობს ასეთი წესი.

ჩემი კარიერის დასასრული? დიახ, დასასრული ახლოსაა, მაგრამ ჯერ მინდა გავაგრძელო თამაში, ვნახოთ, კიდევ რამდენი ხნით“, - აღნიშნა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „არსენალს“ დაუპირისპირდება, მატჩები 8-16 აპრილს გაიმართება. დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით „ატლეტიკო“ „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა - 2014, 2015, 2016, 2017 და 2025 წლებში.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.064227
347