ვეტერან ფეხბურთელს, კლარენს ზეედორფს არ მოეწონა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების საქციელი, რომლებიც „ატლეტიკოს“ ფანების გამოწვევას ცდილობდნენ გამარჯვების შემდეგ.
როგორც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ეს არ შეიძლება და პატივისცემა ყოველთვის საჭიროა:
„მატჩის შემდეგ „რეალის“ ფეხბურთელების ზეიმში რაღაც არ მომეწონა. ყოველთვის საჭიროა მეტოქე გუნდის ფანების პატივისცემა, ასეთი რაღაცები არ მომწონს. ცხადია, რომ სტადიონზე „რეალის“ გულშემატკივრებიც იყვნენ, მაგრამ ვნახე ჟესტები, რომლებიც არ მომეწონა.
ისეთი რაღაცები ვნახე, რომელსაც აქ ვერ მოგიყვებით, მაგრამ მოგვიანებით, ალბათ, ცნობილი გახდება. გამარჯვებასაც სწორი მიდგომით უნდა შეხვდე. იმედია, მართალი არ ვიქნები, მაგრამ მომავალში „რეალი“ შეიძლება ამის გამო დაისაჯოს. ყოველთვის საჭიროა პატივისცემის გამოვლენა, არ შეიძლება სხვების ტკივილით პროვოკაცია.
„რეალის“ ხელმძღვანელებმა ფეხბურთელების გამოყვანა ორი-სამჯერ სცადეს, მაგრამ უშედეგოდ, ისინი აგრძელებდნენ ჟესტებით „ატლეტიკოს“ ფანების წინაშე ზეიმს. მესმის აღნიშვნა, ყველაფერი, მაგრამ ასე არა. ანჩელოტის საქციელი კი, სამაგალითო იყო, როცა „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებს ანუგეშებდა. კარლომ იცის, როგორ გაიმარჯვოს და როგორ მიიღოს ეს გამარჯვება“, - თქვა ზეედორფმა.
შეგახსენებთ, „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „არსენალს“ დაუპირისპირდება, მატჩები 8-16 აპრილს გაიმართება. დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით „ატლეტიკო“ „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა - 2014, 2015, 2016, 2017 და 2025 წლებში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია