სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტსხიპმა განაცხადა, რომ საქართველოსთან მატჩებში გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება.
ნიდერლანდელმა სწორედ იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომელიც შემადგენლობაში არ არიან:
„გამოძახებული ფეხბურთელების რაოდენობა მეტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ედუარდ სპერციანი ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება. მას ველაპარაკე, ის ძალიან დამწუხრებულია, რომ გუნდს ვერ შეუერთდება და მოუთმენლად ელოდება ვარჯიშის განახლებას. ოვჰანეს არუთინიანს და ნორბერტო ბალეკიანსაც დაზიანებები აქვთ. გუშინ გავიგეთ ანდრე კალისირის ტრავმის შესახებ, ის ჩვენს სიაში იყო. ლუკას სელარაიანიც ვერ შემოგვიერთდება, არგენტინაში ოჯახური პრობლემები აქვს და გვთხოვა, რომ ოჯახთან დარჩენილიყო. სარგის ადამიანს აღარ სურს ნაკრებში თამაში და არ გამოვიძახეთ. ჩვენი გადაწყვეტილებით არაა გუნდში ხორენ ბაირამიანი, მაგრამ დაკვირვებას ვაგრძელებთ და მომავალში შესაძლოა, გამოვძახო“, - თქვა ვან ტსხიპმა.
საქართველოსა და სომხეთის ორმატჩიანი დაპირისპირებით ირკვევა, ვინ ითამაშებს ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B ლიგაში და ვინ C ლიგაში. ორი მატჩის გამარჯვებული B დივიზიონში იქნება, ხოლო დამარცხებული შესაბამისად, C დივიზიონში.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გასულ სეზონში ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და სწორედ ამიტომ უწევს დასარჩენ პლეი-ოფში თამაში. პირველი შეხვედრა 20 მარტს, 21:00 საათზე ერევანში შედგება, ხოლო საპასუხო 23 მარტს, 18:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე“.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატება ბიჭებს
იმიტომ არის ამზელა აჟიოტაჟი
მგონი კაი გუნდია ამ სპორტში
ეს ბოსნია
ეეხ ჩვენ ძაან გვინდა რომ ყველა სპორტში წარმატებას მივახწიოთ
მაგრამ სამწუხაროთ მასე არ