ფეხბურთი

16:17 | 13.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი "ატლეტიკოს" ფანებს: "ჩვენ 15 ჩემპიონთა ლიგა გვაქვს, თქვენ - 0"

ვინისიუსი არ იცვლება - მადრიდის „რეალის“ შემტევი მეტოქე გუნდის ფანებს ყოველთვის პროვოკაციულად პასუხობს.

ასე მოხდა „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაშიც. როცა ბრაზილიელი 115-ე წუთზე შეცვალეს და სათადარიგო სკამზე ჯდებოდა, „ატლეტიკოს“ ფანების სტვენას და შეძახილებს ჟესტიკულაციით უპასუხა:

ვინისიუსმა „ატლეტიკოს“ ფანებს თითების ჟესტიკულაციით შეახსენა: „ჩვენ 15 ჩემპიონთა ლიგა გვაქვს. თქვენ - 0“.

აღსანიშნავია, რომ ვინისიუსმა პლეი-ოფში „მანჩესტერ სიტის“ ფანებსაც შეახსენა „რეალის“ მიერ 15-ჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის შესახებ.

შეგახსენებთ, ვინისიუსმა პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ „რეალმა“ „ატლეტიკოს“ თერთმეტმეტრიანების სერიაში მაინც აჯობა.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „არსენალს“ დაუპირისპირდება, მატჩები 8-16 აპრილს გაიმართება. დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით „ატლეტიკო“ „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა - 2014, 2015, 2016, 2017 და 2025 წლებში.

0.128854