ფეხბურთი

13:36 | 13.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა „არსენალის“ პსვ-სთან თამაშით უკმაყოფილო დარჩა

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ გუნდის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლაზე ისაუბრა. მერვედფინალის საპასუხო მატჩში ლონდონური კლუბი პსვ-ს დაუზავდა (2:2), თუმცა საერთო ჯამში ტურნირის შემდეგ ეტაპზე გავიდა.

„კარგად დავიწყეთ და გოლი გავიტანეთ. ორჯერ დავწინაურდით, მაგრამ სამწუხაროდ მატჩი ვერ მოვიგეთ. მეორე ტაიმში დაღლილები გამოვიყურებოდით, რაღაც მომენტებში ვაგვიანებდით მოქმედებას და შემადგენლობაში ცვლილებების გამო ცოტათი მთლიანობა დავკარგეთ თამაშში.

ჯამში ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან იქ ვართ სადაც გვინდა ვიყოთ. ზოგიერთი ფეხბურთელი იმსახურებდა სათამაშო დროს და სიამოვნებით მივეცი მათ ეს შანსი. სამუშაო კი ისევ ბევრი გვაქვს", - ციტირებს არტეტას სიტყვებს BBC.

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები 8 აპრილს გაიმართება, საპასუხო მატჩები კი 15 აპრილს.

0.123049