ფეხბურთი

11:49 | 13.03.2025 | ნანახია 2904 - ჯერ

ვინისიუსმა „რეალის" შემადგენლობაში პირველად ვერ გაიტანა პენალტი

ვინისიუს ჟუნიორმა მადრიდის „რეალის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე პენალტი პირველად ვერ გაიტანა (გარდა პენალტების სერიისა), წერს სტატისტიკური პორტალი Squawka სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან“ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა. მან ბურთი კარს გადააცილა.

ორი მატჩის ჯამში მეოთხედფინალში „რეალი“ გავიდა, რომელიც ამ ეტაპზე ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.

0.132336
2904