ფეხბურთი

11:18 | 13.03.2025 | ნანახია 212 - ჯერ

მადრიდის „რეალი" პირველი გუნდი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელიც მეორმოცედ გავიდა მეოთხედფინალში

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის/თასის მეოთხედფინალში ტურნირის ისტორიაში რეკორდულად მე-40-ჯერ გავიდა. ამის შესახებ ჟურნალისტი და ინსაიდერი პედრო მარტინი სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) წერს.

წყაროს ცნობით, ტურნირის ისტორიაში მეოთხედფინალის ამ ნიშნულისთვის ჯერ არავის მიუღწევია. „სამეფო კლუბს“ ეს ეტაპი ზედიზედ ხუთი სეზონია არ გაუცდენია. ამ ხნის განმავლობაში მათ ტურნირი ორჯერ მოიგეს.

ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე მიუნხენის „ბაიერნია,“ რომელმაც ევროთასების მთავარი ტურნირის მეოთხედფინალში 34 მატჩი ჩაატარა. მესამე ადგილზე კი „ბარსელონაა“. 24 ცდიდან კატალონიელები რვა საუკეთესოში 19-ჯერ გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში თანაქალაქელი „ატლეტიკო" ორმატჩიანი დაპირისპირების შემდეგ დაამარცხა. პირველი თამაში კარლო ანჩელოტის გუნდმა 2:1 მოიგო, საპასუხოში დიეგო სიმეონეს შეგირდებმა იმარჯვეს (1:0), მაგრამ პენალტების სერიაში „სამეფო კლუბი" უფრო ზუსტი გამოდგა - 4:2.

მეოთხედფინალში „რეალი“ ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.131882