ფეხბურთი

9:27 | 13.03.2025 | ნანახია 240 - ჯერ

ტიბო კურტუა "ატლეტიკოზე": "ისინი ყოველთვის ტირიან და მსხვერპლის როლში გამოდიან"

მადრიდის „რეალის“ მეკარემ ტიბო კურტუამ დიეგო სიმეონეს უპასუხა, რომელიც მსაჯებს არ დაეთანხმა ხულიან ალვარესის გაუქმებულ პენალტზე.

ბელგიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ „ატლეტიკოს“ წევრები წაგების შემდეგ ყოველთვის ტირიან და მსხვერპლის როლს თამაშობენ.

„მომბეზრდა ყოველთვის ამ მსხვერპლის როლზე ლაპარაკი, ისინი მსგავს რაღაცებზე ყოველთვის ტირიან. მსაჯებს არც ესპანეთში და არც ევროპაში არ უნდათ რომელიმე გუნდზე დახმარება. უბრალოდ ნათლად დაინახეს რაც მოხდა. ისინი ადამიანები არიან და ტექნოლოგიების მეშვეობით ყველაფერი ნახეს. თუ პირველივე წუთზე 1:0-ს იგებ და მეორე გოლის გატანას არ ეცდები, შემდეგ დამარცხდები.

ვიგრძენი, რომ ალვარესი ბურთს ორჯერ შეეხო და მსაჯს ვუთხარი. ამის დანახვა ადვილი არ იყო, ალვარესს არ გაუმართლა, მაგრამ შემდეგ მე არ გამიმართლა კორეას პენალტზე. ჩვენი საუკეთესო თამაში ვერ ვითამაშეთ, თუმცა, მთავარია, მოვიგეთ. „არსენალთან“ განსხვავებული თამაში იქნება, მათ ბურთის ფლობა ძალიან უყვართ“, - თქვა კურტუამ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „არსენალს“ დაუპირისპირდება, მატჩები 8-16 აპრილს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.127179