ინგლისის ჩემპიონშიფის 37-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „სუონსი სიტი“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა ფეხბურთელმა 83 წუთი ითამაშა, თუმცა, შედეგიანი მოქმედებით ისევ ვერ გამოირჩა. „უოტფორდმა“ მუსა სისოკოს ერთადერთი გოლით მოიგო, რომელმაც მეტოქის კარი 27-ე წუთზე დალაშქრა.
ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 35 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, ერთი საგოლე პასი მას ინგლისის ლიგის თასზეც აქვს, „მანჩესტერ სიტისთან“.
„უოტფორდი“ 37 ტურის შემდეგ 52 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 15 მარტს, „ოქსფორდ იუნაიტედს“ ესტუმრება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჭამის მუღამი გაგეხსნა სამაგიეროდ