„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა განაცხადა, რომ მომდევნო სეზონისთვის აქვთ გეგმა და მთავარიც ესაა.
„მომდევნო სეზონისთვის მკაფიო გეგმა გვაქვს. ახლა ვთამაშობთ ევროპა ლიგაზე და შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც, არასოდეს იცი რა მოხდება. ვიცით, რომ რთულ მომენტში ვართ, მაგრამ მთავარია, არსებობს გეგმა და ვიცოდეთ, რომელი ფეხბურთელები მოვიყვანოთ“, - თქვა ამორიმმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპა ლიგის მერვედფინალში „სოსიედადს“ ხვდება, რომელსაც სტუმრად პირველ შეხვედრაში დაუზავდა (1:1).