„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ, მაგრამ იცის, რომ ისინი მომავლის გუნდს აშენებენ.
„პენალტების დროს მეგონა, რომ გული გამიჩერდებოდა. ვამაყობ ყველათი, განსაკუთრებით ჯიჯოთ. ეს მისი მომენტი იყო, ვიცოდი, რომ მოგვაგებინებდა. დღეს ჩვენი ვარსკვლავი გუნდია, ეს არ შეიცვლება. არ შემიძლია თქმა, მოვიგებთ თუ არა, ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ჩვენ მომავლის გუნდს ვაშენებთ“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბრიუგესა" და "ასტონ ვილას" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.