ფეხბურთი

17:30 | 12.03.2025 | ნანახია 421 - ჯერ

დონარუმა: "ცოტა არ იყოს, ვბრაზდები კრიტიკაზე, რომელიც ჩემს მიმართაა"

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ „ლივერპულთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

იტალიელმა შესანიშნავად ითამაშა, დამსახურებულად დაასახელეს, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. ჯიჯომ თამაშშიც არაერთხელ იხსნა პსჟ, ხოლო პენალტების სერიაში სულაც გაიბრწყინა: 3-დან 2 პენალტი მოიგერია.

„კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით, ვიცოდით, რომ დღეს საღამოს ტანჯვა მოგვიწევდა. ვიცოდით, რომ აქ თამაში ადვილი არ იქნებოდა, ამ სტადიონზე, განსაკუთრებული გულშემატკივრების წინაში თამაში ადვილი არაა, ყოველთვის რთულია „ენფილდზე“ თამაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირველი მატჩი წაგებული გაქვს. შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. ჩვენ ეს შევძელით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომდევნო ეტაპზე გავედით.

რატომ შევედი გასახდელში პენალტების სერიამდე? საჭირო ოთახში გავედი... ხუმრობის გარეშე კი, მეკარეების მწვრთნელთან ერთად რაღაც მქონდა მომზადებული. სწორი იყო, რაღაც გეგმის შემუშავება, რათა რამდენიმე პენალტის მოგერიება მეცადა.

კრიტიკა ფრანგი ჟურნალისტებისგან? ამაზე ცოტა არ იყოს, ვბრაზდები. უამრავი კრიტიკა მესმის ჟურნალისტებისგან, თუ შეიძლება მათ ასე ვეწოდოთ, არც კი იციან, როგორია მეკარეობა. პირველ შეხვედრაში ერთხელ დაგვირტყეს და გოლი გაგვიტანეს, ისინი კი, ისე საუბრობდნენ, რომ თითქოს, ეს ჩემი ბრალი იყო. მე ყოველთვის გუნდზე და გუნდისთვის მაქსიმუმის გაკეთებაზე ვფიქრობ“, - თქვა დონარუმამ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბრიუგესა" და "ასტონ ვილას" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.142653