ჩოგბურთი

12:05 | 12.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი არიზონის ჩელენჯერის ძირითად ბადეში ითამაშებს

33 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინიქსში მიმდინარე არიზონის ჩელენჯერში იღებს მონაწილეობას, ქართველმა საკვალიფიკაციოზე მე-2 მატჩიც მოიგო და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი კვალიფიკაციის ფინალურ შეხვედრაში იაპონელ ტარო დანიელს (ATP 116) დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად ორ სეტში 6:4, 6:1 დაამარცხა.

ბასილაშვილის მეტოქე ძირითად ბადეში ფრანგი ჩოგბურთელი კორენტინ მუტე იქნება, რომლიც მსოფლიოს რეიტინგში 79-ე ადგილს იკავებს. შეხვედრა დღეს გვიან ღამით აიღებს სტარტს.

გეტყვით, რომ არიზონას ჩელენჯერი 2019 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება, მისი ბოლო გამარჯვებული კი, ნუნო ბორგესია.

0.06871