ფეხბურთი

9:30 | 12.03.2025 | ნანახია 0 - ჯერ

ვან დეიკი: "იმედგაცრუებული ვარ, ახლა მომავალ გამოწვევებზე უნდა ვიფიქროთ"

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა ვირჯილ ვან დეიკმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ძალიან კარგად ითამაშეს და იმედგაცრუებულია.

„პენალტები ლატარიაა, დონარუმა შესანიშნავი იყო. პირველი მატჩისგან განსხვავებით დღეს კარგად ვითამაშეთ, პსჟ კი, ორივე მატჩში ძალიან კარგი იყო. მათ აქვთ ხარისხი და შეუძლიათ მეტოქეს ზიანი ნებისმიერ მომენტში მიაყენონ. ლუის ენრიკემ ეს გუნდი ძალიან გააძლიერა. ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის შესანიშნავი თამაში იყო, მაგრამ ის გრძნობა, რაც ახლა მაქვს, იმედგაცრუებაა. ჩემი თანაგუნდელებით ვამაყობ, რეაქციით, იმით, თუ როგორ ვითამაშეთ. პსჟ-ს უნდა მივულოცოთ, მათაც შესანიშნავად ითამაშეს. ახლა მომდევნო გამოწვევებზე უნდა ვიფიქროთ, სულ მალე ინგლისის ლიგის თასის ფინალი გვაქვს და „უემბლიზე“ თამაში შესანიშნავი იქნება“, - თქვა ვან დეიკმა.

შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბრიუგე“ – „ასტონ ვილას“ წყვილში მოგებულს შეხვდება, უდიდესი ალბათობით, „ასტონ ვილას“, რადგან ინგლისურ კლუბს სტუმრად 3:1 აქვს მოგებული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.063765