ფეხბურთი

3:42 | 12.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ლუის ენრიკე: "ეს მხოლოდ დასაწყისია"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლივერპულთან“ გამარჯვების შემდეგ Canal Plus-თან კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, აჩვენეს, რომ ნამდვილი გუნდი არიან და ძლიერი მენტალიტეტი აქვთ:

„ნამდვილად არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვაჩვენეთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ. ეს არის ის, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, მაგრამ დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ და ვამაყობ ამ შესანიშნავი გუნდით. ორივე გუნდი იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე თამაშს. მათ ჩვენზე უკეთ ითამაშეს, ჩვენ პარიზში ვაჯობეთ, მაგრამ ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა „ენფილდზე“, განსაკუთრებულ სტადიონზე ძლიერი ხასიათი და სულისკვეთება აჩვენა.

ეს მაქსიმუმია? არა, ეს მხოლოდ დასაწყისია. ვფიქრობ, ჩვენი მენტალიტეტი უფრო ძლიერია. ძალიან რთული მატჩი იყო, რადგან მათ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. ბურთის შენარჩუნება რთული იყო. მენტალიტეტით, ძლიერი ხასიათით და განსაკუთრებით ჯიჯოს წყალობით შევძელით მოგება. ახლა ენერგიის აღდგენაზე უნდა ვიფიქროთ. „ლივერპულმა“ ფაზის ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა, ძალიან კარგი გუნდია და დღეს ვაჩვენეთ, რომ გვიყვარს ფეხბურთის თამაში, როგორ ატმოსფეროშიც არ უნდა ვითამაშოთ. ძალიან სასიამოვნოა ამ გუნდში მუშაობა“, - თქვა ლუის ენრიკემ.

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბრიუგე“ – „ასტონ ვილას“ წყვილში მოგებულს შეხვდება, უდიდესი ალბათობით, „ასტონ ვილას“, რადგან ინგლისურ კლუბს სტუმრად 3:1 აქვს მოგებული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.067349