„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალისტია. ესპანურმა გრანდმა მერვედფინალში „ბენფიკას“ ბარიერი ძალიან ადვილად გადალახა.
ჰანსი ფლიკის გუნდმა ჯერ კიდევ სტუმრად იმარჯვა 1:0, ხოლო შინ ეს უპირატესობა გაზარდა.
რაფინიას და ლამინ იამალის შოუ იყო: ბრაზილიელმა დუბლი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. იამალმა საოცარი სილამაზის გოლი შეაგდო, საგოლე პასიც მიითვალა. მოკლედ, „ბარსას“ ლიდერები მშვენიერ ფორმაში არიან. ლისაბონელებმა ამ ყველაფერს ნიკოლას ოტამენდის გოლით უპასუხეს.
ლამინ იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.
საბოლოოდ, „ბარსელონამ“ თამაში 3:1 მოიგო, ხოლო ორი მატჩის ჯამში 4:1 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც „დორტმუნდსა“ და „ლილს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ასე რომ, განსაკუთრებით რთული ბარიერი არც მეოთხედფინალში ელოდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია