„ბაიერის" მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ბაიერნთან" საპასუხო მატჩის მოლოდინები გააზიარა.
„პირველი ნაბიჯი არის დაჯერება. ჩვენთვის და სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებისთვის. მათ პირველივე წამიდან უნდა დაიჯერონ, რომ ჩვენ ამის საშუალება გვაქვს. ჩვენთვის ეს თამაში სხვა განზომილებაშია, ის შეიძლება დიდხანს შევიდეს ჩვენს პირად ისტორიაში - თუ ვითამაშებთ გულით, ვნებით, აგრესიით, ინტენსივობით და შევინარჩუნებთ სიმშვიდეს. ვიცით, რა რთულია, მაგრამ ზოგჯერ რთული სიტუაციიდან რაღაც დიდი იბადება.
ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრე ემოციურ ასპექტზე, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ეს მნიშვნელოვანია. შეგვიძლია ბევრი გავიხსენოთ, „ლივერპულის“ ქამბექი ფინალში „მილანთან“, შემდეგ „ბარსელონასთან“, „რომას“ ქამბექი „ბარსელონასთან“, „ბარსელონას“ პსჟ-სთან, ასეთი რაღაცები ხდება და რატომ არ შეიძლება რაღაც სასწაული აქაც მოხდეს?“, - თქვა ჩაბი ალონსომ.
საპასუხო მატჩი ლევერკუზენში დღეს, 11 მარტს გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შენ თუ ახლა მაგ სიტუაციიდან რაღაც დიდებული გამოგივა,შენ თუ მაგ ჯამს დალევ,შენ თუ მაგას დალევ......))))))