ცნობილი სტატისტიკური პლატფორმის Opta-ს სუპერკომპიუტერმა 28 ტურის შედეგებზე დაყრდნობით იწინასწარმეტყველა ინგლისის პრემიერლიგის კლუბების ჩემპიონის შანსები 2024/2025 წლრბის სეზონში.
სუპერკომპიუტერის ინფორმაციით, ოქროს მედლების მთავარი პრეტენდენტი „ლივერპულია.“ წითლების ჩემპიონობის მოგების შანსები 99,5%-ით არის შეფასებული. მეორე პრეტენდენტი ლონდონის „არსენალია.“ სამეულს „მანჩესტერ სიტი“ ასრულებს, რომელსაც პორტალის ცნობით, ტიტულის მოგების შანსი არ აქვს.
Opta-ს სუპერკომპიუტერის შანსები პრემიერ ლიგის ტიტულის მოგებისთვის:
„ლივერპული“ - 99,5%;
„არსენალი“ - 0,5%.
დღეის მდგომარეობით, „ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა (70 ქულა). „არსენალი“ 55 ქულით - მეორეზე. 51-ქულიანი „ნოტინგემ ფორესტი“ - მესამეზე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კი ბატონო მაგრამ ფეხბურთელებს ამ შემოსავლიდან რა უნდა შეხვდეთ?
მხოლოდ საქველმოქმედო ხასიათს რომ ატარებს ეროვნული ნაკრებების თამაშები ფეხბურთელების მხრიდან, ფეხბურთელებს შრომის საზღაურს ვინ და რა ფორმით გადაუხდის